Smart Detox

„სმარტ დეტოქსი“ ინტეგრაციული ველნეს პროგრამაა მათთვის, ვისაც სურს, სხეულს ენერგია და სიმსუბუქე დაუბრუნოს, აიმაღლოს მოტივაცია და აღიდგინოს ის ბიოლოგიური რიტმი, რომელიც მას ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის სჭირდება. 

პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზმზე ჭარბი ფიზიოლოგიური დატვირთვის შემცირებასა და ბუნებრივი დეტოქსიკაციის მექანიზმების მხარდაჭერას. ის ეხმარება ორგანიზმში თვითრეგულაციის იმ პროცესების გააქტიურებას, რომლებიც აუცილებელია ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციისა და სხეულისა და გონების ფუნქციური რესურსების აღდგენისთვის. 


ინდივიდუალური მიდგომა:

ყველა ორგანიზმი განსხვავებულია, ამიტომ დიაგნოსტიკის მთავარ ნაწილს ინდივიდუალური ბიომარკერების (მათ შორის, მძიმე მეტალებთან ექსპოზიციის შესაბამისი მაჩვენებლებისა და ოქსიდაციურ პროცესებთან დაკავშირებული მარკერების) განსაზღვრა წარმოადგენს. პერსონალიზებული პროტოკოლი ჯანმრთელობის ინდივიდუალური მაჩვენებლების, ცხოვრების წესის, კვებითი ჩვევებისა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გათვალისწინებით იქმნება. 

 

ჰოლისტიკური მიდგომა:

აერთიანებს ფიტოთერაპიულ და მიკრონუტრიენტულ მხარდაჭერას, ტრადაციულ გამაჯანსაღებელ პრაქტიკებს, თერმულ პროცედურებს, თანამედროვე ველნეს მეთოდოლოგიას და ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობას, ასევე ნეირო-ველნეს თერაპიას ფსიქოემოციური გადატვირთვისთვის, სხეულისა და გონების სრულყოფილი დეტოქსიკაციისთვის.


კომპლექსური აღდგენა:

ინტეგრაციული ველნეს მიდგომები გამოიყენება არა აგრესიული „გაწმენდის“, არამედ აღდგენითი რესურსების განახლებისთვის. ნაწლავის მიკრობიომისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური მხარდაჭერა სხეულის უჯრედულ დონეზე გაჯანსაღებას ემსახურება. 
ბუნებრივი დეტოქსიკაციის ხელშეწყობის შედეგად ძლიერდება იმუნიტეტი და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მიმართ წინააღმდეგობა. შედეგი საგრძნობი და გაზომვადია და გულისხმობს აღდგენილ ცხოვრებისეულ რესურსს, გაზრდილ ენერგიასა და კოგნიტიურ შესაძლებლობებს, განახლებულ ბიოლოგიურ რიტმს.

 

პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც:

- ცხოვრობს ცუდ ეკოლოგიურ გარემოში (მეგაპოლისებში, ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონებში);
- იღებდა ანტიბიოტიკებს და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს;
- მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან თამბაქოს;
- ირჩევს არადაბალანსებულ, ნუტრიენტებით ღარიბ კვებით რაციონს.

დეტოქსის საავტორო მეთოდი

შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე და მოიაზრებს სხეულიდან (მათ შორის, ცხიმოვანი ქსოვილებიდან)  ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნას უსაფრთხო, არაინვაზიური გზით.           
 

7-დღიანი პროგრამის შემადგენლობა:

კონსულტაცია

  • მთავარი ველნეს ექსპერტის კონსულტაცია (2 სეანსი)

  • მთავარი ექიმის (ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი) კონსულტაცია (2 სეანსი)


დიაგნოსტიკა

  • სპექტრომეტრია - სპექტრომეტრია (მიკროელემენტების და მძიმე ლითონების შემცველობის განსაზღვრა) (1)

  • თერმოგრაფია (2)

  • ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება - Venoscreen (1)

  • სხეულის შემადგენელი ქსოვილოვანი კომპონენტების პროპორციის დიაგნოსტიკა (1)

  • სტანდარტული სპირომეტრია (1)

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALTL, ASTL, GGTl2, ALP2L, BILD2, BILD3) (1)

  • საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (1)

  • პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა (1)

  • ლიპიდური სპექტრი (1)


კვება, ფიტოთერაპია და საკვები დანამატები

  • სამჯერადი ველნეს კვება

  • Detox ჩაი 

  • Anti-stress ჩაი 

  • Cal.M 

  • ვიტამინი B-ს კომპლექსი ნიკოტინამიდით

  • ორგანული სპირულინა

  • ვიტამინი C + ბიოფლავონოიდები

  • Lecithin Pure Granules 


პროცედურები ქალბატონებისათვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები (6 სეანსი)

  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული (7 სეანსი)

  • დეტოქს სეანსი ველნეს კოკონში (2 სეანსი)

  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში (2 სეანსი)

  • ორთქლის ფიტო-თერაპია (ნეკერჩხლის ან მუხის კონით) - ერთი სეანსი (60 წთ) (1 სეანსი)

  • ორთქლის ფიტო-თერაპია (ნეკერჩხლის ან მუხის კონით) - ორი სეანსი (90 წთ) (1 სეანსი)

  • პილინგ-მასაჟი ქაფით „ნებულას რიტუალი“ (2 სეანსი)

  • ხირომასაჟი (2 სეანსი)

  • ჰემოლიმფოდრენაჟი (4 სეანსი)

  • ფიტო აბაზანა (2 სეანსი)

  • ტანის პილინგი Thalasso Bretagne (1 სეანსი)

  • ტანის მთლიანი შეფუთვა Thalasso Bretagne (2 სეანსი)

  • სხეულისა და გონების დეტოქს RLX BrainGym™ / ვიბროაკუსტიკური თერაპია (5 სეანსი)


პროცედურები მამაკაცებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები (6 სეანსი)

  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული (7 სეანსი)

  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში (5 სეანსი)

  • ორთქლის ფიტო-თერაპია (ნეკერჩხლის ან მუხის კონით) - ერთი სეანსი (60 წთ) (1 სეანსი)

  • ორთქლის ფიტო-თერაპია (ნეკერჩხლის ან მუხის კონით) - ორი სეანსი (90 წთ) (1 სეანსი)

  • სამურაის მასაჟი ბამბუკის კონით (2 სეანსი)

  • ხირომასაჟი (5 სეანსი)

  • ტერფის მაქსიფლექსი (2 სეანსი)

  • სხეულისა და გონების დეტოქს RLX BrainGym™ / ვიბროაკუსტიკური თერაპია (5 სეანსი)

 

ხანგრძლივობა: 3–10 დღე

ფასი: 3 დღე — 2,079 ლარი, 7 დღე — 6,236 ლარი, 10 დღე — 9,561 ლარი