სპორტი და აქტიური დასვენება
შეიგრძენი მოძრაობის თავისუფლება, რომელიც ბუნების რიტმს ერწყმის.
აქტიური დასვენებისთვის ბიოლში განსაკუთრებულ გარემოს აღმოაჩენთ. აქ ღია ცის ქვეშ, მთის სუფთა და იონიზირებულ ჰაერზე გატარებული დრო ველნეს გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა - შესაძლებლობა, აღიდგინოთ ენერგია, განიტვირთოთ და სრულად შეიგრძნოთ ბუნებასთან სიახლოვის სასიკეთო გავლენა.
ტყის სიმწვანეში ჩაფლული, მყუდრო სპორტული სივრცე პადელის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ფეხის ბილიარდის მოედნებს აერთიანებს.
ჯავშნის ღირებულება:
- პადელის მოედანი: 1 საათი - 200 ლარი, 2 საათი - 360 ლარი, 3 საათი - 450 ლარი
- კალათბურთის მოედანი: 1 საათი - 150 ლარი, 2 საათი - 200 ლარი
- მაგიდის ჩოგბურთი: 1 საათი - 50 ლარი
- ფეხის ბილიარდი: 1 საათი - 150 ლარი, 2 საათი - 200 ლარი
- მთლიანი სპორტული ზონა: 700 ლარი
კურორტის სტუმრებისთვის მოქმედებს 50% ფასდაკლება.