მენტალური კეთილდღეობის ლაუნჯი

ვიბროაკუსტიკური სომატო-სენსორული თერაპია 
 

თანამედროვე სამყაროში მენტალური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის უბრალოდ რელაქსაცია საკმარისი აღარ არის. სწორედ ამიტომ, გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ნერვული სისტემის აღდგენისთვის ნეირომეცნიერების თხუთმეტწლიან კვლევებსა და ინჟინერიის უახლეს მიღწევებს იყენებს. 

Metawell RLX BrainGym™ ნულოვან გრავიტაციაზე დაფუძნებულ, ვიბროაკუსტიკურ ტექნოლოგიას წარმოადგენს. სომატო-სენსორული თერაპიის მეშვეობით, BrainGym ტვინს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნაში ეხმარება. შედეგები საგრძნობი და სამედიცინო თვალსაზრისით გაზომვადია - უმჯობესდება კოგნიტიური ბალანსი, სტრესის მიმართ რეზისტენტულობა, ძილის ხარისხი და ბიჰევიორული განწყობები. 


ტექნოლოგიური მეთოდოლოგია:

იყენებს მრავალშრიან ბგერით ტექნოლოგიას Quantum Harmonics, რომელიც სხეულზე ნეირო და ვიბროაკუსტიკური არხებით მოქმედებს. 

ბინაურალური თერაპიის დროს ტვინის სხვადასხვა ტალღების გააქტიურება ხდება: გამა (31ჰც+), ბეტა (30-12 ჰც), ალფა (12-7,5 ჰც), თეტა (7.5-4 ჰც), დელტა (4-0.5 ჰც). ამის შედეგად, ჰიპოთალამუსი ახალ სიხშირეს წარმოქმნის, რაც ეხმარება ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზაციას, აღადგენს ემოციურ ბალანსს. თერაპია ტვინს ავარჯიშებს და უზრუნველყოფს ახალი ნეირონული გზების ფორმირებას. 


ვიბროაკუსტიკური თერაპიის სეანსი:

ღრმა დელტა-ძილი -
ამცირებს გონებრივ გადატვირთვას და ცენტრალური ნერვული სისტემა დელტა რიტმზე გადაჰყავს, რომელიც ძილისთვის არის დამახასიათებელი.
ხანგრძლივობა: 60 წთ
ღირებულება: 285 ₾

ღრმა რელაქსაცია და მედიტაციური ენერგია -
ამცირებს შფოთვას და აღადგენს შინაგან ჰარმონიას.
ხანგრძლივობა: 25 წთ
ღირებულება: 165 ₾

ვიბროაკუსტიკური ველნეს-რელაქსაცია - 
ხსნის დაძაბულობას, ახდენს ფსიქოემოციური მდგომარეობის ჰარმონიზაციას.
ხანგრძლივობა: 16–24 წთ
ღირებულება: 165 ₾

მენტალური სიცხადე და ფოკუსი -
აძლიერებს კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებას და კოგნიტიურ პროდუქტიულობას.
ხანგრძლივობა: 25 წთ
ღირებულება: 195 ₾

უჯრედული აღდგენის რიტუალი -
სხეულს ათავისუფლებს დაძაბულობისგან, აღადგენს ენერგიის პოტენციალს.
ხანგრძლივობა: 50 წთ
ღირებულება: 270 ₾

წონის მართვის ნეირო-ველნეს მხარდაჭერა -
ფსიქოემოციური და ბიჰევიორული მხარდაჭერა კვებითი ჩვევების ჰარმონიზაციისთვის.
ხანგრძლივობა: 20 წთ
ღირებულება: 165 ₾

მოწევის შეწყვეტის ნეირო-ველნეს მხარდაჭერა -
ფსიქოემოციური და ბიჰევიორული მხარდაჭერა მავნე ჩვევების დაძლევისთვის.
ხანგრძლივობა: 20 წთ
ღირებულება: 165 ₾

ვიბროაკუსტიკური თერაპიის კურსი 

კონცენტრაცია და კოგნიტიური გაძლიერება -
მენტალური სიცხადის, ყურადღების კონცენტრაციისა და კოგნიტიური პროდუქტიულობის გაძლიერება
ხანგრძლივობა: 4 სეანსი (თითოეული 25 წთ)
ღირებულება: 690 ₾

ანტი-სტრესი მენეჯერებისთვის -
ფსიქოემოციური დატვირთვის შემცირება, ნერვული სისტემის სწრაფი აღდგენა
ხანგრძლივობა: 5 სეანსი (თითოეული 25 წთ)
ღირებულება: 780 ₾

ღრმა აღდგენა და ძილის ოპტიმიზაცია -
ქრონიკული დაღლილობის მოხსნა, ცირკადული რიტმის მოწესრიგება
ხანგრძლივობა: 3 სეანსი (თითოეული 60 წთ)
ღირებულება: 720 ₾
 

ვაგუსის ნერვის არაინვაზიური სტიმულაცია Nurosym™ - 
 

ნეირომოდულაციის უახლესი მეთოდი ნერვულ სისტემას ბალანსის აღდგენაში ეხმარება. არაინვაზიური სტიმულაცია პირდაპირ ზემოქმედებს ვაგუსის ნერვზე, რაც მყისიერად ანეიტრალებს სტრესს. თერაპიის შედეგად ხდება ძილის ხარისხის გაუმჯობესება, საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაცია, გადაღლილობის და ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირება. 

Nurosym-ის მეთოდოლოგია ეფუძნება ათწლიან კლინიკურ კვლევებს, აქვს გავლილი FDA-ს კონტროლი და CE (Conformité Européenne) სერტიფიკაცია.


ნეირომოდულაციური სეანსი ვაგუსის ნერვის სტიმულაციით:

პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია ფსიქოემოციური გადაღლის შემცირებისა და ღრმა რელაქსაციისთვის.
ხანგრძლივობა: 20-25 წთ
ღირებულება: 1 სეანსი დღეში - 70 ₾,  2 სეანსი დღეში - 95 ₾


ნეირომოდულაციური სეანსების კურსი:

ანტი-სტრესი (5 სეანსი): ნერვული სისტემის სტაბილიზაცია და სტრესის რეგულაცია
ღირებულება: 720 ₾

ძილი და ღრმა აღდგენა (6 სეანსი): ძილის ხარისხისა და ფსიქოემოციური ბალანსის მხარდაჭერა
ღირებულება: 1180 ₾


ველნეს პაკეტები მენტალური კეთილდღეობისთვის:

პაკეტი: ‘Restore & Renew’

  • სომატო-სენსორული ვიბროაკუსტიკური თერაპია - ღრმა რელაქსაცია და მედიტაციური  ენერგია            
  • ვაგუსის ნერვის არაინვაზიური სტიმულაცია - ნერვული სისტემის აღდგენა             

ხანგრძლივობა: 45 წთ
ღირებულება: 235 ₾

პაკეტი: ‘Stress Recovery & Rebalance’

  • სომატო-სენსორული ვიბროაკუსტიკური თერაპია - მენტალური აღდგენის კურსი (5 სეანსი)
  • ვაგუსის ნერვის არაინვაზიური სტიმულაცია - Anti-Stress Neuro Reset (5 სეანსი)

ხანგრძლივობა: 5 დღე
სეანსის ხანგრძლივობა: 50 წთ
ღირებულება: 1180 ₾