ანტისტრესი & ბალანსის აღდგენა

პროგრამა მიზნად ისახავს სტრესის მიმართ რეზისტენტულობის ამაღლებას, შინაგანი წონასწორობისა და ენერგეტიკული რესურსის აღდგენას.
 
სტრესის ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნა, კომპლექსურ დიაგნოსტიკასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მისი გავლენა ორგანიზმის ოპტიმალურ ფუნქციონირებაზე. მეცნიერული მიდგომებისა და მრავალსაუკუნოვანი გამაჯანსაღებელი პრაქტიკების შერწყმით, იქმნება პერსონალიზებული გეგმა, რომელიც მიმართულია მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობის ამაღლებისკენ.
 
ქრონიკული დაღლილობის გამომწვევ ფაქტორებზე მიზანმიმართული ზემოქმედებით ორგანიზმის სრული გარდაქმნა ხდება, რაც უჯრედში ენერგიის მეტაბოლიზმის, ჰორმონული ბალანსისა და ბიოლოგიური რიტმის აღდგენის საფუძველზე მიიღწევა.  
 
მიტოქონდრიული ენერგიის განახლების (IHHT) კურსი, სომატო-სენსორულ ვიბროაკუსტიკურ თერაპიასთან ერთად, დადებითად მოქმედებს სასიცოცხლო ტონუსზე, ზრდის შრომისუნარიანობას და ანეიტრალებს ე.წ. ემოციური burnout-ის („გადაწვა“) ეფექტს, რათა დიდი ხნით შენარჩუნდეს სტრესთან გამკლავების ენერგეტიკული პოტენციალი.

პროგრამაში შედის:
 

პერსონალიზებული ველნეს მეგზურობა

  • მთავარი ექიმის კონსულტაცია - 2
  • ველნეს ექსპერტის კონსულტაცია - 2
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია - 1
     

სამედიცინო ველნეს დიაგნოსტიკა

  • ოქსიდაციური სტატუსის შეფასება
  • სპექტრომეტრია - ორგანიზმში მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
  • გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი - HRV
  • სტანდარტული სპირომეტრია
  • გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
  • ვიტამინი D3-ის ანალიზი
  • ფერიტინის ანალიზი
  • კორტიზოლის მონიტორინგი
     

ჰოლისტიკური ველნეს თერაპია

  • ბიო-იდენტური თერაპია - 7           
  • ჰალოთერაპია - 4       
  • ვაგუსის ნერვის სტიმულაცია - 6           
  • მიტოქონდრიული ენერგიის კურსი Cell Oxy - 5           
  • ვიბრო-აკუსტიკური თერაპია RLX BrainGym™ - 5
  • ტერფის მაქსიფლექსი - 1           
  • თავ - კისრის მასაჟი - 1       
  • ნეიროსედაციური მასაჟი - 1            
  • ჰემოლიმფოდრენაჟი - 1    
  • კოლხური მასაჟი - 1    
  • ფიტო-აბაზანა - 4           
  • სეანსი ინფრაწითელ საუნაში - 4                 
  • სეანსი ველნეს cocoon კაფსულაში - 4    
     

ფიზიკური Pro-Age თერაპია

  • სუნთქვითი ვარჯიშები - 6           
  • სკანდინავიური სიარული - 7           
  • სახსრების ვარჯიშები - 4           
     

პრობიოტული ველნეს კვება და ფიტოთერაპია

  • სამჯერადი ველნეს კვება
  • ჩაი "ანტისტრესი"
  • ჩაი "ენერგია"
  • Cal-M
  • Magnesium Bisglycinate
  • Vitamin D3
  • Bifidobacterium / Probiotics
  • Mineral Multi

     

აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.

ხანგრძლივობა: 7–14 დღე

ფასი: 7 დღე — 5,352 ლარი, 14 დღე — 9,250 ლარი